მზადება გახარიას დასაკავებლად - ამზადებს თუ არა "ოცნება" ყოფილ პრემიერს 15-წლიანი პატიმრობისთვის?

23.06.25 20:27
მზადება გახარიას დასაკავებლად - ამზადებს თუ არა "ოცნება" ყოფილ პრემიერს 15-წლიანი პატიმრობისთვის?

"ქართული ოცნების" შეთავაზებას გიორგი გახარია უარით პასუხობს - ექსპრემიერი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არც ორ ივლის აპირებს, რადგანაც ის საზღვარგარეთ იმყოფება და მომდევნო 10 დღის განმავლობაში საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს. არადა, პარლამენტში ექსპრემიერს დღეს, 12:00 საათზე ელოდებოდნენ, წულუკიანმა კი ქვეყანაში არყოფნის გამო მას უკან დასაბრუნებლად დრო 2 ივლისამდე მისცა.

"ქართული ოცნება" გიორგი გახარიას უფლებას არ აძლევს, საგამოძიებო კომისიას დისტანციურად დაესწროს. თუკი ექსპრემიერი ქვეყანაში ჯერ არ ბრუნდება, რატომ არ შეიძლება მან წულუკიანის კითხვებს ონლაინ რეჟიმში უპასუხოს. დღეს "ქართული ოცნება" მისსავე ვერსიებში ჩაიკარგა. ბოლოს ისიც კი ივარაუდეს, რომ დაკითხვის დროს შეიძლება გახარაიამ ვიდეოზარი გათიშოს.

მიუხედავად "ქართული ოცნების" პრინციპული უარისა დისტანციურ ჩართვაზე, გიორგი გახარია მხოლოდ ამ ფორმატში განიხილავს მორიგ სხდომაზე დასწრებას, ვინაიდან ის საქართველოში დაბრუნებას არ ჩქარობს. გახარია ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, ვინც კომისიას ბოიკოტი არ გამოუცხადა და მასში მონაწლეობა მიიღო. მის გარდა სხვა ყველა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ციხეში უშვებენ. 

დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები