მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს

23.06.25 20:16
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მე-12 დაწესებულებაში არიან გადაყვანილები - ამ წუთებში, სავარაუდოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი პროცედურები ტარდება, რადგან კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები საკნებში შეასახლონ. 

იქამდე, ვიდრე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, თავდაპირველად, ისინი წერეთლის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, რათა დაკავებული პოლიტიკოსებისთვის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილი გაეცნოთ. 

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 23 ივნისს დააკავეს - სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები