გენერალურ პროკურორს მიმდინარე კვირაში აირჩევენ

23.06.25 21:23
გენერალურ პროკურორს მიმდინარე კვირაში აირჩევენ

სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმდინარე კვირაში აირჩევს - მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" მხარს გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას დაუჭერს. 

მიმდინარე კვირაში ავირჩევთ გენერალურ პროკურორს. დღევანდელ სხდომაზე ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ. როგორც მოგეხსენებათ, წარმოდგენილია გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა. ვინაიდან ეს ადამიანი არის ღირსეული, პროფესიონალი კადრი – ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 18 ივნისს საპროკურორო საბჭომ საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე გიორგი გვარაკიძე აირჩია. დასახელებული იყო სულ ერთი კანდიდატი -  საქართველოს მთავარი პროკურორის მოქმედი პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე და საბჭოს წევრებმაც ხმათა უმრაველესობით გვარაკიძის კანდიდატურა აირჩიეს.

მსგავსი სიახლეები