ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ივანიშვილის ნომერ პირველი სამიზნეები იყვნენ - უსუფაშვილი
კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი "ქართული ოცნების" მმართველობასა და ანდრეი ვიშინსკის პოლიტიკას შორის ტოლობის ნიშანს სვამს და "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავება ივანიშვილის გუნდის "შავბნელი საქმეების მორიგი ფურცელი იყო".
დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები, რომლებსაც ხელბორკილები დღეს დაადეს, ბიძინა ივანიშვილის ნომერ პირველი სამიზნეები იყვნენ.
მიუხედავად დღევანდელი პერიპეტიებისა, ცხოვრება გრძელდება და ცხოვრება ისე ვერ გაგრძელდება, როგორც ბიძინას და "ოცნებას" უნდა. დღეს იყო მორიგი ფურცელი მათი შავბნელი საქმეების. წულუკიანის კომისია თავისი არსით, მოდელით, მიმართულებით, არაეთიკურობის სტანდარტებით ვიშინსკის ტროიკების ანალოგიას აჩენს. თავად მოიგონეს, დააგეს ხაფანგები, ამ ხაფანგებში უნდათ, რომ გააბან ყველა, ვისაც პოლიტიკური განზრახულობა კი არ აქვს იმისი, რომ ამ ხელისუფლებას ებრძოლოს, არამედ ზნეობრივი და პრინციპული ხერხემალი გააჩნია, რომ ასეთ თვალთმაქცობაში მონაწილეობა არ მიიღონ. ბადრიმ და მამუკამ ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგეს. იცოდნენ, რომ ბადრიც და მამუკაც ბიძინა ივანიშვილის ნომერ 1 სამიზნეები იყვნენ". - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 23 ივნისს დააკავეს - სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.