ერთობა გვაქვს აღსადგენი - უსუფაშვილი

23.06.25 22:16
ერთობა გვაქვს აღსადგენი - უსუფაშვილი

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობის საკითხზე მსჯელობა გრძელდება, - ამის შესახებ კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პოლიტიკოსის შეფასებით, მუნიციპალური არჩევნები ერთ-ერთი შესაძლო ინსტრუმენტია, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-სამოქალაქო სპექტრის გაერთიანებას შეძლებს. 

ამ თემაზე მსჯელობა გრძელდება, რადგან ჩვენ გვინდა, ან ჩვენ მოვიფიქროთ და საზოგადოებას შევთავაზოთ ერთობის მიღწევის სხვა შესაძლო ინსტრუმენტი, ან სხვისგან მოვისმინოთ. თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-სამოქალაქო კი არ გაძლიერდა, არამედ შესუსტდა. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ გვაქვს აღსადგენი ის ერთობა, რაც გვქონდა ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში. ამას სჭირდება ფორმატი. პრეზიდენტის პლატფორმაზე ამ ტიპის ერთობის მცდელობა ვერ გამოვიდა. ჩვენთვის ნებისმიერი პლატფორმა, რომელიც ეფექტური აღმოჩნდება, მისაღებია." - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები