უილსონი: რეჟიმმა დააკავა ოპოზიციური ლიდერები, ივანიშვილს სურს, შექმნას ერთპარტიული სახელმწიფო

23.06.25 22:47
უილსონი: რეჟიმმა დააკავა ოპოზიციური ლიდერები, ივანიშვილს სურს, შექმნას ერთპარტიული სახელმწიფო

"ოცნების" არალეგიტიმურმა რეჟიმმა ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს. 

ამერიკელი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ "ივანიშვილი ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნას ცდილობს, რომელიც კომუნისტური ჩინეთის სამსახურში იდგება".

"ქართული ოცნების" არალეგიტიმურმა რეჟიმმა ოპოზიციონერი ლიდერები - ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავა. ამით "ოცნებამ" რეპრესიები გაამწვავა. ივანიშვილი ცდილობს, შექმნას ერთპარტიული სახელმწიფო, რომელიც კომუნისტური ჩინეთის სამსახურში იდგება. სენატმა უნდა მიიღოს "მეგობარი აქტი" - წერს ჯო უილსონი. 

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 23 ივნისს დააკავეს - სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.   

ამასთან, დღესვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც. 

მსგავსი სიახლეები