ფიშერი: ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში - საით მიდიხარ, საქართველო?

23.06.25 22:58
ფიშერი: ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში - საით მიდიხარ, საქართველო?

ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ, საქართველო?, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე წერს.

ფიშერი ფიქრობს, რომ "საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშაა".

მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი - ეს ფართოდ გავრცელებული კრედოა. თუმცა, საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშაა. ეს აღქმა იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე. ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ, საქართველო?“, - წერს პეტერ ფიშერი.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 23 ივნისს დააკავეს - სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.   

ამასთან, დღესვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც. 

მსგავსი სიახლეები