მაფიოზური სახელმწიფო - ევროპარლამენტარი ქართველი ოპოზიციონერების დაკავებაზე

24.06.25 09:44
მაფიოზური სახელმწიფო - ევროპარლამენტარი ქართველი ოპოზიციონერების დაკავებაზე

 "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ოპოზიციის ლიდერების დაკავება ევროპარლამენტში განხილვის ერთ-ერთი თემაა. 

ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზოპ კოლეგებთან საუბრისას საქართველოში განვითარებულ პროცესებს "მაფიოზური" უწოდა, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კი "გაყალბებული".

ჩვენ ვსაუბრობდით მაფიოზურ სახელმწიფოებზე და ყველა  შეიძლება ბოლომდე ვერც ვახსენეთ.  ეს სია იზრდება და იზრდება. ჩვენ როცა აქ ვსხედვართ, საქართველოში ოპოზიციის ლიდერები ციხეში გაუშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან ოპოზიციის ლიდერები და ეს ჩვენ გვაჩვენებს რეალურად იმას თუ სადამდე შეიძლება მივიდეს მაფიოზური სახელმწიფო, რომ გაყალბებული არჩევნების მიუხედავად ძალაუფლება ბოლომდე შეინარჩუნოს" - განაცხადა ევროპარლამენტარმა. 

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 23 ივნისს დააკავეს - სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.   

ამასთან, დღესვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც. 

 

მსგავსი სიახლეები