ევროკავშირში ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიქტატურის გზა აირჩია? - რასა იუკნევიჩიენე

24.06.25 10:07
ევროკავშირში ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიქტატურის გზა აირჩია? - რასა იუკნევიჩიენე

ევროკავშირში ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიქტატურის გზა აირჩია?, - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„დღეს ოპოზიციის სამი ლიდერი: ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს.

ევროკავშირში ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიქტატურის გზა აირჩია?

მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები ერთხმად მიიღოს“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს - სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.   

ამასთან, დღესვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც. 

მსგავსი სიახლეები