სპეცოპერაცია მარნეულში -პოლიციამ ენმ-ს წევრები დააკავა

03.10.21 20:56
სპეცოპერაცია მარნეულში -პოლიციამ ენმ-ს წევრები დააკავა

სპეცოპერაცია მარნეულში - "ტვ პირველის" ინფორმაციით, პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლაშა და გივი ქველაძეები დააკავა. 

დაკავების მიზეზი უცნობია. მამა-შვილის აყვანის ფაქტი "პირველებს" ქველიძეების ოჯახში დაუდასტურეს. 

ქველიძეები დაკავებას პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირებენ. 

ერთ-ერთი ვერსიით, მამა-შვილის დაკავება რამდენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება, რა დროსაც სოფელ სადახლოსთან ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" შტაბის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ორივე მხარეს კონფლიქტის დაწყების სხვადასხვა ვერსია აქვთ, ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მათ თავს "ოცნების" წარმომადგენლები მაშინ დაესხნენ, როცა სააგიტაციო მასალას აკრავდნენ და მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ. 

საპირისპიროს ამტკიცებენ მმართველ პარტიაში - მათი მტკიცებით, ლაშა ქველაძე რაშან ისკანდალოვს თავს დაესხა. ეს უკანასკნელი სახის ძვლის მოტეხილობით ჯეოჰოსპიტალში იყო გადაყვანილი.

 

მსგავსი სიახლეები