ლევან ხაბეიშვილი: არ მომწონს თავდაცვის რეჟიმში ყოფნა, იქით უნდა ვიყოთ შეტევაზე!
ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ და საერთო პოზიციაზე შეჯერებისკენ მოუწოდებს. განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში გააკეთა, სადაც ოპოზიციის წევრები გიორგი ვაშაძის მხარდასაჭერად შეიკრინენ.
მისი თქმით, ბიძინია ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესები მოკლა, ახლა კი ხაბეიშვილის შეფასებით, შეტევის დროა.
მაგალითად, ახლა გეტყვით დემოკრატიული პროცესები გვინდა და გვინდა შევერკინოთ ბიძინა ივანიშვილს.
„ლელოს“ თავმჯდომარეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, სააკაშვილი, „ახალის“ თავმჯდომარე, „გირჩის“ თავმჯდომარე“, ირაკლი ოქრუაშვილი ყველა ციხეშია. რომ გინდოდეს პროცესში მონაწილეობა, ყველა გზა მოკლა.
ამასობაში, აქტივისტები, ქალბატონები ციხეში არიან - ვხედავთ, რომ 4-დან 7 წლამდე უნდა მიუსაჯონ. ბავშვები ციხეში უნდა გაუშვან.
არ მომწონს თავდაცვის რეჟიმში ყოფნა, მე მგონია, რომ იქით უნდა ვიყოთ შეტევაზე. სანამ ყველა კარგად არ გავიაზრებთ, რომ ერთიანობის გარეშე, მობილიზების გარეშე, ბრძოლის გარეშე ბიძინა ივანიშვილთან არაფერი არ გამოვა და ნურასდროს ნუ გვგონია, რომ ახლა ამას არ იზამს.
ვინ იქნება შემდეგი? - ჩვენ ვიქნებით, ჩვენთან მოვლენ, ჩვენ დაკავებას დაიწყებენ. დაწყებული აქვთ დაჭერაც, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ხალხის სოლიდარობა.
ვაშაძე საზოგადოებისთვის წარმოადგენს საფრთხეს და ციხეში უნდა იყოს? უნდა გაანეიტრალონ? ნორმალურია? ხაზარაძე, თურმე ვინმე არ მოკლას და მოაშორეს საზოგადოებას ხო არანორმალურია. ეს ხალხი ხომ აბსოლუტურად ტყუილად ზის ციხეში.
მართლა ერთადერთი გამოსავალია, დამხობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს.
4 ოქტომბერი არის ჩემთვის ბუნებრივი დედლაინი, პაატა ბურჭულაძეს აქვს ეს ინიციატივა, მე ვუერთდები, შეიძლება ოთხამდეც მოხდეს რამე, ოღონდ უნდა დავმობილიზდეთ, ხელები არ ჩამოვუშვათ და ვიბრძოლოთ.
საპატიმროში მყოფ პოლიტიკოსებსაც მოვუწოდებ, გვქონდეს ერთიანი პოზიცია. სხვა შემთხვევაში მტერი აშკარად გვიტაცებს. არის გამოსავალი გაერთიანებაში, ბრძოლაში, უკომპრომისობაში და მე დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა შესაძლებელია,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
თბილისის საქაალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო 7 თვით ციხეში გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 ივნისს, სასამართლომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.