"პარანოიულ მდგომარეობაში იმყოფებიან" - ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ წულუკიანის კომისიამ გამოკითხვაზე დაიბაროს

24.06.25 12:35
"პარანოიულ მდგომარეობაში იმყოფებიან" - ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ წულუკიანის კომისიამ გამოკითხვაზე დაიბაროს

 

 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ წულუკიანის საგამოძიებო კომისიამ გამოკითხვაზე დაიბაროს - "პირველების" შესაბამის კითხვის საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „თქვენ გამორიცხავთ“?

მისი შეფასებით, "ქართული ოცნება“ "პარანოიულ მდგომარეობაში იმყოფება" და ეს კლასიკურად ასეთი რეჟიმის დასასრული ეტაპის მაჩვენებელია".

"ეს რყევების მომენტებია და ჩვენ უნდა გავუძლოთ, თუმცა გაძლება ადვილი არ არის"- ამბობს ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ივანიშვილის გუნდის „ფსიქიკური მდგომარეობა, რასაც აკეთებენ, აჩვენებს, რომ ეს რეჟიმი თვითონ, შინაგანად ვერ არის მწყობრში“.

„თქვენ გამორიცხავთ? ვერავინ ვერ გამორიცხავს. ეს მდგომარეობა, რაშიც თვითონ იმყოფებიან დღეს, რომელიც პარანოიული მდგომარეობაა, კლასიკურად ასეთი რეჟიმის დასასრული ეტაპის მაჩვენებელია. ვერავინ ვერ იტყვის, ეს დასასრული ეტაპი ჩქარა დამთავრდება თუ გაგრძელდება, გაიწელება. მათი ფსიქიკური მდგომარეობა, რასაც აკეთებენ, მართლაც ასეთი დაჟინებული რეპრესია სულ არაფრისთვის აჩვენებს იმას, რომ ეს რეჟიმი თვითონ, შინაგანად ვერ არის მწყობრში. ეს ჩანს ასევე იმაში, რომ ვიღაცებს უკვე სჯიან შიგნიდან. ეს ხომ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება იყოს აღქმული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც აქამდე ყველაფერზე კითხვის, ეჭვის, სინდისის გარეშე მიყვებოდნენ. ახლა ხვდებიან, რომ თურმე, მეც შემიძლია აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, როგორიც გუშინ ვნახეთ. ეს რყევების მომენტებია და ჩვენ უნდა გავუძლოთ. გაძლება ადვილი არ არის, მითუმეტეს, იმ ადამიანებისთვის. პოლიტიკოსები შეიძლება კიდევ უფრო გამძლე იყვნენ იმიტომ, რომ ყველაფრისთვის მომზადებულები უნდა იყვნენ. იმ ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო რთულია გაძლება. გამძლეობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროტესტში არიან და აგრძელებენ ამ ქუჩის პროტესტს ისე, რომ ვერ გადაიყვანა ხელისუფლებამ იმ აჯანყების ფორმატში, რაც მათი ერთ-ერთი მიზანია.

მსგავსი სიახლეები