გიორგი ვაშაძე დაკავებულია (ვიდეო)

24.06.25 13:03
გიორგი ვაშაძე დაკავებულია (ვიდეო)

 

 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე დაკავებულია - მას ხელბორკილები პარტიის ოფისში დაადეს. 

"ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა ერთიანობით" - თქვა ოპოზიციონერმა დაკავებამდე. 

სანამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში სამართალდამცავები მივიდოდნენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, „112“-ის სამსახურში დარეკა.

„გირეკავთ, რომ შეგატყობინოთ შესაბამის უწყებებს, ოფისში ველოდები, რომ დამაკავონ. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ვიმყოფები რუსთაველის გამზირის N21-ში. ოფისში ვარ“, - განუცხადა გიორგი ვაშაძემ „112-ის“ თანამშრომელს.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „112-ის“ თანამშრომლებმა მისი ზარი დააფიქსირეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, ვაშაძეს 7 თვიანი თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა.

მსგავსი სიახლეები