"ოცნებამ" გიორგი გვარაკიძე გენერალური პროკურორის პოსტზე აირჩია
"ოცნებამ" გიორგი გვარაკიძე გენერალური პროკურორის პოსტზე აირჩია. პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, გვარაკიძე გენპროკურორის პოსტზე - 83 ხმით, ერთხმად აირჩია. მან თანამდებობა 6 წლის ვადით დაიკავა.
პარლამენტში გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარადგინა.