ახალი მთავარი პროკურორის პირველი კომენტარი ოპოზიცონერების მასობრივ დაკავევებზე

24.06.25 13:33
ახალი მთავარი პროკურორის პირველი კომენტარი ოპოზიცონერების მასობრივ დაკავევებზე

 

 

ახლადარჩეული გენერალური პროკურორი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირბით პირველ კომენტარს აკეთებს. გიორგი გვარაკიძე ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებიც პატიმრობაში გაუშვეს, კანონის აღსრულებაზე უარი დემონსტრაციულად თქვეს. გენპროკურორი აანონსებს, რომ სისხლის სამართლებრიი დევნა დაიწყება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც კანონს დაარღვევს.

ამ ადამიანებმა დემონსტრაციულად თქვეს უარი კანონის შესრულებაზე, რაც მიმაჩნია, რომ არასამართლიანია, ზოგადად, იმიტომ, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარია მისი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების მიუხედავად და ყველა ადამიანი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, შესაბამისად, მის მიმართ იქნება სისხლის სამართლერივი დევნა დაწყებული. 

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ეს ადამიანები ციხეში არიან, მოგეხსენებათ, რომ სასამართლო ღებულობს გადაწყვეტილებას სასჯელის შეფარდების შესახებ, - განაცხადა გვარაკიძემ. 

"ოცნებამ" გიორგი გვარაკიძე გენერალური პროკურორის პოსტზე აირჩია. პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, გვარაკიძე გენპროკურორის პოსტზე - 83 ხმით, ერთხმად აირჩია. მან თანამდებობა 6 წლის ვადით დაიკავა.

პარლამენტში გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარადგინა.

 

მსგავსი სიახლეები