ხატია დეკანოიძე: ერთადერთი გამოსავალი სრული კონსოლიდაციაა
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში განაცხადა, რომ ერთადერთი გამოსავალი სრული კონსოლიდაციაა.
მისი თქმით, ერთიანობისა და სრული მობილიზაციის გარეშე პოლიტპატიმრების ციხიდან დახსნა შეუძლებელი იქნება.
ერთადერთი გამოსავალი არის სრული კონსოლიდაცია. ჩვენი სრული კონსოლიდაციაა, როდესაც უნდა გვესმოდეს, რომ ერთიანობის გარეშე, მართლაც სრული მობილიზაციის გარეშე, ჩვენ არ გვექნება შესაძლებლობა არათუ ეს ადამიანები დავიხსნათ ციხიდან, არამედ უბრალოდ ეს ქვეყანა გადარჩეს.
არჩევანი არის ერთი, ან ჩვენ ვიბრძვით ყველა ერთად, ერთიანი პლატფორმით, არ ვიცი, ერთად ყოფნით, ერთიანი მოსაზრებით, ერთი იდეით, ან ასე სათითაოდ გახლეჩს ოჯახებს და დააპატიმრებს ყველას. აქ ვართ ყველა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, დღეს, სასამართლომ თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო გუშინ, იმავე მიზეზით, 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ "ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.