გიორგი გახარიას გამოვკითხავთ - ახალი პროკურორი
ახალი გენპროკურორი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გამოკითხვას გეგმავს. ამის შესახებ გიორი გვარაკიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გენპროკურორი ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება ინტესიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად, იკითხება ყველა ის პირი, ვინც ამ საქმესთან კავშირშია.
ჩორჩანას რაც შეეხება, ეს არის ძალიან მნიშვნეოვანი ეპიზოდი იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საკმაოდ დიდი ტერიტორიის ოკუპაციაში დახმარებას. ამ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, ყოველდღიური საგამოძიებო მოქმედებები, იკითხება ხალხი. ყველა ის ადამიანი გამოიკითხება, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია ამ საქმესთან. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მას კავშირი, რა თქმა უნდა, აქვს ამ საქმესთან და იგი გამოკითხული იქნება.
"ოცნებამ" გიორგი გვარაკიძე გენერალური პროკურორის პოსტზე აირჩია. პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, გვარაკიძე გენპროკურორის პოსტზე - 83 ხმით, ერთხმად აირჩია. მან თანამდებობა 6 წლის ვადით დაიკავა.
პარლამენტში გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარადგინა.