"ყველა ოპოზიციური ძალა გავაერთიანოთ, არავითარი რევანში არავის მიმართ - სააკაშვილის გზავნილი ციხიდან
"ყველა ოპოზიციური და უბრალოდ ჯანსაღი ძალა გავაერთიანოთ, დავივიწყოთ ყველა წყენა და ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ დემოკრატია და თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ნიკა მელიასთვის გამოგზავნილ წერილში საუბრობს.
არავითარი რევანში არავის მიმართ, ვინაიდან ყველანი ქართველები და ზოგადად ამ ქვეყნის შვილები ვართ.
ვამაყობ თქვენი წარმატებებით და ასევე მზად ვარ და ვადასტურებ, რომ ჩემი სიცოცხლის ფასადაც მზად ვარ, ვიბრძოლო საქართველოს თითოეული მაცხოვრებლის გაჭირვებისგან და გაჭირვებული ცხოვრებისგან გამოსაყვანად და საქართველოს გასამარჯვებლად. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის მფარველი"- აღნიშნავს სააკაშვილი.