"ოცნებამ" ამერიკელებთან და ევროკავშირთან უკანასკნელი კავშირი ჩახსნა - ხიდაშელი
"ოცნებამ" ამერიკელებთან და ევროკავშირთან უკანასკნელი კავშირი ჩახსნა, - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ლევან დავითაშილის ვიცე-პრემიერიობიდან გადადგომას.
ექს თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ სწორედ დავითაშვილი იყო ერთადერთი, ვისაც მთავრობიდან ვინმე ელაპარაკებოდა. ხიდაშელი პირდაპირ ამბობს, რომ ყველაფერი იმაზე ცუდადაა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენს.
დავითაშვილის გაშვება რას ნიშნავს ხომ ხვდებით ყველა?
სულ სულ სულ ბოლო კავშირიც კი ჩახსნეს ამერიკელებთან და ევროკავშირთან!
ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან რომელსაც ვინმე ელაპარაკებოდა ტოვებს მთავრობას!
ყველაფერი არის იმაზე უფრო ცუდად ვიდრე ამის წაკითხვის მომენტში გაიფიქრეთ, - წერს თინა ხიდაშელი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
ირკვევა, რომ ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ ლევან დავითაშვილი მინისტრთა კაბინეტში ერთადერთი იყო, ვისაც აშშ-თან კავშირი ჰქონდა. სწორედ მას ჰქონდა ვიზიტი ამერიკაში, სადაცს ახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს შეხვდა. მაშინ პოლიტიკურ წრეებში საუბრობდნენ, რომ დავითაშვილი შტატებში იმ მიზნით მიავლინეს, რომ დაერწმუნებინა პარტნიორები, ივანიშვილისთვის სანქციები მოეხსნათ. ამის მიუხედავად, პროცესი არ შეცვლილა, პირიქით, "ოცნების" მიერ ამერიკელებთან ურთიერთობის დალაგება ვერ მოახერხდა.