ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს - ამის შესახებ "პირველებს" პატიმრის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ოქრუაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებელი რამდენიმე დღის წინ შევიდა და ახალი ბრალი გააცნო.
უფლებადამცვალის თქმით, საქმე ეხება ორი წლის წინ მომხდარ ინცინდენტს.
სულ რამდენიმე დღის წინ, გამომძიებელი შესულა ირაკლი ოქრუაშვილთან და ორი წლის წინანდელ, რაღაც ბანალურ, ყოფით თემაზე ბრალი წაუყენებიათ.
ახლა დეტალები არ ვიცი, ჩავერთვები საქმეში და გავარკვევ, უბრალოდ ესეც ნიშნადობლივია, ასეთ დროს ორი წლის წინანდელ ყოფით თემაზე, სამეზობლოში რაღაც შელაპარაკებაზე დღეს უყენებენ ბრალს. დეტალები არ ვიცი, სასამართლო ვიცი უკვე წინასწარ, რა განაჩენსაც მიიღებს" - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხენა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეს, მამუკა ჭაბაშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო ექს მინისტრს ამ საქმეზე პატიმრობაში გაუშვებს.
როგორც სხვებთან [პატიმრობას ველოდებით], აქ გამონაკლისი არ იქნება დარწმუნებულივარ. ირაკლი ოქრუაშვილი იქიდან გამომდინარე, რომ რაც ვნახეთ ანალოგიურ საქმეებზე, რა განაჩენებიც დადგა, არ დაესწრება პროცესს იმიტომ, რომ ჩათვალა, რომ აზრი არ აქვს მის მოსვლას"- დასძინა უფლებადამცველებმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართება, სადაც დაცვის მხარე საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს. ირაკლი ოქრუაშვილი პროცესს არ დაესწრება. მას გამოძიება თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება, რა მიზეზითაც უკვე დააკავეს გიორგი ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.