დაიბარებენ თუ არა გრიგოლ ლილუაშვილს დაკითხვაზე - რა საკითხზე მუშაობენ სუს-ში?

24.06.25 16:12
დაიბარებენ თუ არა გრიგოლ ლილუაშვილს დაკითხვაზე - რა საკითხზე მუშაობენ სუს-ში?

ანრი ოხანაშვილი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს - სუს-ის შეფის გამოსვლის დიდი ნაწილი მედიისთვის დახურულია, თუმცა ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც მედიამ მოისმინა, ოხანაშვილს არც დანაშაულის პრევენციასა და არც ქვეყნის უსაფრთხოებაზე უსაბრია, ილაპარაკა მხოლოდ "რევოლუციის, გადატრიალები" მცდელობაზე და ამ ყველაფერში ისევ "უცხო ძალები" დაადანაშაულა.

ოხანაშვილი ასევე ამტკიცებდა, რომ დაგეგმილი იყო პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის არჩევნების ჩაშლაც. 

უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები, აგრეთვე ცალკეული შიდა და გარე აქტორები ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკურ პროცესებზე ზეგავლენას. 2023 წლის მსგავსად 2024 წელსაც სხვადასხვა აქტორებმა როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები განახორციელა. სამსახურის ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფის მოქმედებები იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიზანს მიმდინარე პროცესების ე.წ. მაიდანიზაცია შეადგენდა. დანაშაულებრივ გეგმებშ სხვადასხვა პერიოდში აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომელიც აცხადებდა მზადყოფნას, ჩამოსულიყო საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიეღო პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში, რასაც ვითარების უკიდურესი დაძაბვა უნდა მოჰყოლოდა. ამასთანავე, განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმები. არსებული ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები გეგმავდნენ აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლას, - ამბობს ანრი ოხანაშვილი. 

ანრი ოხანაშვილმა დღეს ილაპარაკა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, რომეო მიქაუტაძის დაკავების შესახებაც.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა - რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან. 

საკითხზე საუბრისას, სუსი შეფმა დასვა რიტორიკული შეკითხვა: "ალბათ ყველას გაინტერესებთ, როგორ აღმოჩნდა აღნიშნული დანაშაული სუსის ყურადღების მიღმა".

ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზეც მუშაობენ. 

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთოების ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებული იქნა ერთ-ერთი ყოფილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, კითხვებს აჩენდეს ამ პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად ისიც, თუ როგორ აღმოჩნდა ამ ტიპის დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების კონტროლს მიღმა. ეს შესაძლებელია იყოს ბუნებრივი შეკითხვა, თუმცა ამ მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ. ასევე მსურს, რომ მადლობა გადავუხადო ანტიკორუფციული სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს შესაბამის დანაყოფებს ამ ოპერაციის უსწრაფეს პროცესში წარმართვისთვის, - თქვა სხდომაზე ოხანაშვილმა. 

ანრი ოხანაშვილს დღევანდელ გამოსვლაში არ უხსენებია გიორგი ბაჩიაშვილის საქმე. არადა, ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ სწორედ ოხანაშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც  აბუ დაბის სასტუმროდან მისი გატაცების ოპერაციაში მონაწილეობდა. 

მსგავსი სიახლეები