აქ იმიტომ ვარ, რომ ქვეყანაში არსებულ დიქტატურას ვაპროტესტებდი და სასამართლოშიც დიქტატურა დამხვდა - რეზო კიკნაძე
აქ იმიტომ ვარ, რომ ქვეყანაში არსებულ დიქტატურას ვაპროტესტებდი და სასამართლოშიც დიქტატურა დამხვდა - ამ სიტყვით მიმართა დღეს სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ სასამართლოს და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს პირდაპირ უთხრა, რომ გადაწყვეტილება სახაზინო ადვოკატების დანიშვნის შესახებ სრულიად უსაფუძვლო და უსამართლოა.
კიკნაძერმაც, სხვა პატიმრების მსგავსად გალუსტაშვილს უთხრა, რომ მისი ადვოკატის გარდა სხვა პრიის საქმეში ჩართვა არ სურს.
სისწრაფეს საერთოდ არ ვითხოვთ, ჩვენ გვინდა სამართლიანი მართლმსაჯულება. სისწრაფეში შეიძლება სიმართლე დაიკარგოს. საერთოდ რა შუაშია ეს სახაზინო ადვოკატი, რა სისულელეა? ჩემი ადვოკატის გარდა, არავინ მინდა. თქვენ ყოველთვის გაგაქვთ თქვენი სიტყვა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. არადა, აქ იმიტომ ვარ, რომ ქვეყანაში არსებულ დიქტატურას ვაპროტესტებდი და სასამართლოშიც თუ დიქტატურა დამხვდებოდა, არ მეგონა", - თქვა რეზო კიკნაძემ.
ხვალიდან სინდისის პატიმრებს სახაზინო ადვოკატები დაიცავენ. გადაწყვეტილება დღეს პროტესტის მიუხედაავდ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მაინც მიიღო დ სახაზინო ადვოკატებს 16 ტომიანი საქმის გასაცნობად 1 დღიანი ვადა განუსაზღვრა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმდნენ არც ბრალდებულები და არც მათი ადვოკატები. გალუსტაშვილმა შემდეგი სხდომა 26 ივნისს 13 საათზე ჩანიშნა.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს