ღარიბაშვილის აღიარება - სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან
ღარიბაშვილის აღიარება - საქართველოს მოქმედი პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ "სააკაშვილი ან უნდა დაეჭირათ, ან წასულიყო პოლიტიკიდან".
ეშმაკი არ ასვენებს ამ ადამიანს და იქნებ ციხეში დაისვენოს. ჩვენთვის ტვირთი და გამოწვევა სააკაშვილი იყო Youtub-არხებზე ჩართვებიით და ტელეხიდებით. რატომ? ერთი, რომ უკრაინასთან გვიფუჭებდა ურთიერთობას და მეორე - ყველა დაიღალა. დაიღალა მთელი ქვეყნის მოსახლეობა. სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან. ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, ბოდიშს არ იხდის, არ ითხოვს შეწყალებას. განაცხადა "იმედთან" ღარიბაშვილმა.
პრემიერი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს. ამასთან მთავრობის მეთაური მესამე პრეზიდენტს დაემუქრა და თქვა: „წესიერად მოიქცეს თორემ დავუმატებთ მუხლებს".
ღარიბაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.
რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის მარშრუტს, ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე დეტალურად საგამოძიებო ორგანოები მოუყვებიან:
საიდან შემოვიდა სააკაშვილი, ძალიან მალე ჩვენს მოსახლეობას დეტალურად მოვუყვებით, მაგრამ მოუყვება არა პრემიერ-მინისტრი, არამედ ჩვენი საგამოძიებო უწყებები“- თქვა ღარიბაშვვილმა.