ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 4 ივლისს გამოცხადდება
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 4 ივლისამდე გადადო - სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს გამოცხადდებს მოსამართლე განაჩენს.
ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ პროცესს არ ესწრებოდა.
პოლიტიკოსს გამოძიება თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება.
აღნიშნული საქმის ფარგლებში, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. ამასთან, გუშინვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.