ოქრუაშვილს ბრალი მისი ადვოკატის გვერდის ავლით წარუდგინეს
დაპატიმრებულ ირაკლი ოქრუაშვილს რუსთავის ციხეში ახალი ბრალი წარუდგინეს - საქმე ორი წლის წინ, ზაფხულში მომხდარ "ბანალურ ფაქტს" ეხება. ადვოკატ, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, პროკურატურას წინასწარ პატიმრობაში მყოფ თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ბრალის წარდგენა ისე ეჩქარებოდა, რომ სახაზინო ადვოკატი აუყვანა.
მე უბრალოდ საქართველოში არ ვიყავი და სახაზინო ადვოკატი დაუნიშნიათ და მისთვის ჩაუბარებიათ მასალა - ამბობს უფლებადამცველი.
გორის საქმე არის, მე უბრალოდ საქართველოში არ ვიყავი. უჩემოდ შევიდა გამომძებელი ოქრუაშვილთან ციხეში, თუმცა ირაკლიმ დაუფიქსირა, რომ სანამ ადვოკატი არ იქნება თბილისში, მე არაფერს არ გავეცნობი. მერე სახაზინო ადვოკატი დაუნიშნიათ და მისთვის ჩაუბარებიათ მასალა. რაღაც ორი წლის წინანდელ ბანალურ ფაქტთან დაკავშირებით არის ბრალი. აღკვეთი ღონისძიება იქ არ გამოუყენებიათ... 2023 წლის ზაფხულის რაღაც ფაქტია. აქამდე რას აკეთებდნენ? გასაგებია, რა ეჭვებიც გიჩნდება ადამიანს ასეთ შემთხვევაში. თუ არ ვცდები ახალი ბრალი ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - აცხადებს ადვოკატი.
რაც შეეხება წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროცესი 4 ივლისს გადადო. სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს ის განაჩენსაც. დღევანდელ სასამართლო პროცესს ირაკლი ოქრუაშვილი არ ესწებოდა.
- შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 ივნისს, სასამართლომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
- ამასთან, გუშინვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.