"ბრძოლა გრძელდება" - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გზავნილი ციხიდან

24.06.25 17:15
"ბრძოლა გრძელდება" - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გზავნილი ციხიდან

უფლებადამცველებმა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულეს. 

ადვოკატის განცხადებით, პოლიტპატიმრები თავიანთ თანამებრძოლებსა და თანაგუნდელებს მოუწოდებენ ბრძოლა არ შეწყვიტონ და მხარდაჭერებს მოუწოდებენ იმ გზას არ გადაუხვიონ, რა გზაზეც დგას „ძლიერი საქართველო“. 

მოვინახულე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მათი განწყობა არის ძალიან მტკიცე, მათი გზავნილი არის, რომ თავიანთ თანამებრძოლებს და თავიანთ თანაგუნდელებს უთხრან, რომ ბრძოლა გრძელდება.

არიან ძალიან შემართებით და ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ ვწყვეტთ ამ ბრძოლას, რა თქმა უნდა და ციხეში ყოფნის დროსაც ისინი აგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, შესაბამისად მოუწოდებენ თავიანთ მხარდაჭერებს, რომ ბოლომდე იბრძოლონ და იმ გზას არ გადაუხვიონ, რა გზაზეც დგას „ძლიერი საქართველო“. 

მთავარი ამოცანა მათი თქმით, არის, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპის ნაწილი," - განაცხადა ადვოკატმა. 

ასევე უფლებადამცველის თქმით, ისინი სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ და გადაწყვეტილების გასაჩივრებას ყველა ზემდგომ ინსტანციაში გეგმავენ. 

რაც შეეხება სამართლებრივ მექანიზმებს, ჩვენ ადვოკატებიო გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და ვაპირებთ მის გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციებში, როგორც სააპელაციო სასამართლოში, ასევე უზენაეს სასამართლოში და შემდგომ უკვე სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ შევიტანთ შესაბამის სარჩელს," - აღნიშნა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 ივნისს, სასამართლომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.

მსგავსი სიახლეები