"კობახიძის კლანი შიდა კლანური დაპირისპირებით იშორებს ადამიანებს" - დათუნაშვილი დავითაშვილის გადადგომაზე

24.06.25 17:35
"კობახიძის კლანი შიდა კლანური დაპირისპირებით იშორებს ადამიანებს" - დათუნაშვილი დავითაშვილის გადადგომაზე

 

 

ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების აწ უკვე ყოფილმა მინისტმა, ლევან დავითაშვილმა, თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ "კობახიძის კლანი შიდა კლანური დაპირისპირებით იშორებს "ოცნებაში" ადამიანებს".

დათუნაშვილი რომეო მიქაუტაძის დაკავებაზეც საუბრობს და ამბობს, "ოცნება" მისი გუნდის წევრების წინააღმდეგ, სწორედ ამ სკანდალურ საქმეს გამოიყენებს "ყველა წახნაგით და კუთხით". 

რომეო მიქაუტაძის სკანდალი იქნება გამოყენებული ყველა წახნაგით და კუთხით. რა თქმა უნდა, დავითაშვილს არავითარი ურთიერთობა არ გამოუვიდა არავისთან. დავითაშვილი ისეთივე კეთროვანია დასავლეთში, როგორი კეთროვანიც არის ზარქუა და კობახიძე. ყველანი კეთროვანები არიან. დავითაშვილს უკეთესად რომ შეუძლია ჰალსტუხის შეკვრა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეზე უკეთესად შეხედავენ, ის თანამონაწილეა, მთავრობის წევრია. რომეო მიქაუტაძე ყველამ კარგად იცოდა, რას წარმოადგენდა, უბრალოდ შიდა კლანური დაპირისპირებით ხდება მოშორება კობახიძის კლანის მიერ სხვა ადამიანების. ამას ჰგავს და ასე გამოიყურება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, დავითაშვილი თავისი ნებით არ წავიდოდა", - ამბობს თაზო დათუნაშვილი. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ირკვევა, რომ ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ ლევან დავითაშვილი მინისტრთა კაბინეტში ერთადერთი იყო, ვისაც აშშ-თან კავშირი ჰქონდა. სწორედ მას ჰქონდა ვიზიტი ამერიკაში, სადაცს ახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს შეხვდა. მაშინ პოლიტიკურ წრეებში საუბრობდნენ, რომ დავითაშვილი შტატებში იმ მიზნით მიავლინეს, რომ დაერწმუნებინა პარტნიორები, ივანიშვილისთვის სანქციები მოეხსნათ. ამის მიუხედავად, პროცესი არ შეცვლილა, პირიქით, "ოცნების" მიერ ამერიკელებთან ურთიერთობის დალაგება ვერ მოახერხდა. 

მსგავსი სიახლეები