სუს-ის ბოსის სკანდალი - ოხანაშვილი ბაჩიაშვილის შესაძლო გატაცების საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს

24.06.25 17:59
სუს-ის ბოსის სკანდალი - ოხანაშვილი ბაჩიაშვილის შესაძლო გატაცების საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის მძიმე ბრალდებას დღეს პირველად გამოეხმაურა. 

საუბარია  გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საკუთარ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან ანრი ოხანაშვილი "გატაცების სპეცოპერაციის თანამონაწილედ" გამოაცხადა და თქვა, რომ  თვითმფრინავში, რომლითაც ის თბილისში ჩამოიყვანეს, სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფი იმყოფებოდა. 

სუს-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ბაჩიაშვილის მონაყოლს "ზღაპარს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ მზად არის, გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს: 

"ამ პირთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. მათ შორის, მართალია, ზღაპრებთან, მაგრამ მის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც.

საგამოძიებო პროცესი წარიმართება პროკურატურაში. მე მზად ვარ, რა თქმა უნდა, მათ შორის, პროკურატურას თუ ექნება შეკითხვები, მვიდე და გავცე პასუხები. 

ეს ადამიანი, დაგიდასტურეთ, რომ დავაკავეთ. სადაც დავაკავეთ ეს ინფორმაცია განთავსებულია, ჩვენ ოფიციალური განცხადება გავაკეთეთ. შესაბამისად ნებისმიერ მის ამ ზღაპრებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, ჰკითხოთ პროკურატურას. მიუხედავად ზღაპრებისა გამოძიება დაწყებულია, ვინაიდან ამისი ვალდებულება იყო. 

ბევრ ზღაპარს მოისმენთ კიდევ, დაელოდეთ"- თქვა ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები