ვინ მფარველობდა ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს? - სუსი დაკითხვებს აანონსებს
ანრი ოხანაშვილის განცხადებით ოპოზიციისთვის ცხადი გახდა, რომ "ქართული ოცნება" დიდ შიდა დაპირისპირებას ვეღარც კი მალავს. ვინ მფარველობდა ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილეს დიდი ფულის კეთების დროს? ოხანაშვილის ამბობს, რომ ასეთი მასშტაბის დანაშაულის სუს-ს არ უნდა გამოჰპარვოდა: ახლა ჩნდება კითხვა სუსს გამოეპარა და თუ თვალი დახუჭა?
დაკავებული რომეო მიქტაუძე ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრია, დანაშაული კი, რომელის ჩადენასაც ედავებიან ღარიბაშვილის პრემიერობის დროს არის მომხდარი. ოხანაშვილმა დღეს თქვა, რომ გამოძიება დაიწყო და ამით არ დასრულებულა.
ანრი ოხანაშვილმა დღეს სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკთხვაზე დაბარებაც კი არ გამორიცხა. გვარი არ დაუკონკრეტებია, თუმცა კორუფციული გარიგებების საქმეების მფარველობაზე საუბრის დროს მკაფიოდ თქვა, რომ კთხვებს ყველას დაუსვამენ.
ბიძინა ივანიშვილმა სანქციების შედეგად დაკარგული ფულის ამოღება საკუთარივე გამოზრდილი პოლიტიკოსებისგან დაიწყო. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვს ლევან ხაბეიშვილს, რომელიც გვიყვება, რომ სამსჯავროზე წარდგენის სერია რომეო მიქაუტაძით მხოლოდ იწყება და შემდეგი, დიდი ალბათობით, გრიგოლ ლილუაშვილი და მამა- შვილი დავით და თორნიკე რიჟვაძეები იქნებიან.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.