რატომ ჩამოაქვეითეს ლევან დავითაშვილი?
კაცი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ამერიკასთან ურთიერთობა ვერ დაულაგა, სამთავრობო კაბინეტიდან გაუშვეს. ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან პრემიერის მრჩევლამდე ჩამოქვეითდა. პრემიერის მტკიცებით, დავითაშვილი მრჩევლის პოსტზე უფრო ეფექტური იქნება, თუმცა რა ვერ გააკეთა, როგორც ეკონომიკის მინისტრმა - უცნობია.
ლევან დავითაშვილი იყო ერთადერთი მთავრობის ამ შემადგენლობაში, ვისაც შტატებთან კავშირი ჰქონდა. ორი თვის წინ "ქართული ოცნება" სიხარულით ზეიმობდა მის შეხვედრებს თეთრ სახლში და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან. ვაშინგტონში გამართული შეხვედრები დავითაშვილმა და შემდეგ მთელმა "ქართულმა ოცნებამ" ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ახალ ეტაპად გამოაცხადეს. თუმცა, ეს იმედი რომ ილუზია იყო, რამდენიმე დღეში დამტკიცდა - წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტი მიიღო. დავითაშვილი ქვეყანაში ხელცარიელი დაბრუნდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დავითაშვილს პოსტის დატოვება თავად მოეთხოვა, რადგან მან კარგად იცის, რომ ლიდერის დაკისრებული მისია ვერ შეასრულა. ფაქტი ერთია, რომ ის, ვისაც შტატებიდან ესაუბრებოდნენ, "ოცნების" მთავრობაში აღარ არის და ამით ირაკლი კობახიძის კაბინეტს კავშირები სრულად გაწყვეტილი აქვს. ეს ამბავი "ოცნებაში" ზოგმა "პირველებისგან" გაიგო, ზოგიერთმა კი ჩამოქვეითება რიგით როტაციად წარმოგვიჩინა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.