დაკავებული პოლიტიკური ლიდერების რიცხვი იზრდება - ხელბორკილი დღეს გიორგი ვაშაძეს დაადეს
გიორგი ვაშაძე რიგით მე - 7 პოლიტიკოსია, ვინც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაიჭირეს და 7 თვით ციხეში გაუშვეს. ვიდრე ხელბორკილეებს დაადებდნენ 112- ში თავად დარეკა და ოპერატორს უთხრა, რომ ოფისში ელოდა დაკავებას.
ამ ზარიდან 10 წუთში "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებით გადაივსო. თუმცა, ძალოვნებს, როგორც ჩანს, ნერვებმა უმტყუნათ. მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძე წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას, ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს ოფისიდან.
ხელბორკილების დადებამდე გიორგი ვაშაძე საკუთარ ოფისში გულშემატკივრებთან, თანამებრძოლებთან და საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან ერთად ელოდა სასამრთლოს ვერდიქტს. სალომე ზურაბიშვილის ფიქრობს, რომ "ოცნების" რეპრესიები ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის მოახლოებას მიანიშვნებს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.