დღესვე უნდა მოვახდინოთ რეაგირება საქართველოსთან მიმართებაში, თუ არ გვინდა მეორე ბელარუსი კავკასიაში-კნუტ აბრაჰამი

24.06.25 19:31
დღესვე უნდა მოვახდინოთ რეაგირება საქართველოსთან მიმართებაში, თუ არ გვინდა მეორე ბელარუსი კავკასიაში-კნუტ აბრაჰამი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტი კნუტ აბრაჰამი საქართველოში არსებულ ვითარებას სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და მინისტრთა კაბინეტს “ევროსაბჭოს წითელი ხაზების დაცვისა და მოქმედებისკენ მოუწოდებს.“

კნუტ აბრაჰამის თქმით, “დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეაგირება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებზე, სანამ ძალიან გვიან არ არის და საქართველოს სახით კავკასიაში ბელარუსი არ მიუღიათ.“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და ციხეში ჩასმა, დემონსტრანტების ცემა და დაპატიმრება-ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობად ჟღერს. ესაა დღეს რუსეთის და ბელარუსის რეალობა.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ მიიღებოდა ერთი რეპრესიული კანონი მეორის მიყოლებით, სანამ ძალიან გვიან არ იყო. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენი შეცდომებიდან. ჩვენ დღესვე უნდა გავაკეთოთ ეს საქართველოსთან მიმართებაში, თუ არ გვინდა მეორე ბელარუსი კავკასიაში! საქართველოში ყოველდღიურად ახალ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იჭერენ.

როგორც ევროსაბჭოს წევრმა, საქართველომ აიღო ვალდებულება, პატივი სცეს „ადამიანის უფლებებს და დაიცვას დემოკრატია“. მოვუწოდებ მინისტრთა კომიტეტს, დაიცვას ევროსაბჭოს წითელი ხაზები და დაუყოვნებლივ იმოქმედოს, სანამ ძალიან გვიან არ არის“, – აცხადებს კნუტ აბრაჰამი.

მსგავსი სიახლეები