პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა - აშშ-ის საელჩო
საქართველოს მოქალაქეთა პრობლემების გადასაჭრელად, დროა ჩამოყალიბდეს პარტიათა პოლიტიკური ალიანსები - ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია საუბარი.
საელჩო პოლიტიკურ პარტიებს პოლარიზაციის გამძაფრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს კეთილსინდისიერად შეუდგნენ საქართველოს საარჩევნო სისტემის თანმიმდევრულად გაძლიერებას, განახორციელონ ძირითადი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა რეკომენდებული ოდირის, ვენეციის კომისიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ და მიიღონ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულობას, რისი პირობაც გაცემულია. რეფორმების პროცესი უნდა განხორციელდეს მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები" ,- ნათქვამია საელჩოს განცხადებში.