"ოცნება" იგივეს აკეთებს, რასაც პუტინი - ეს მოდელი გინდათ? - ექსკლუზიური ინტერვიუ ნაჩო სანჩეს ამორთან
ყველა ავტორიტარულ ქვეყანას ერთნარი სახელმძღვანელო აქვს: ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, კრიტიკული აზრის შევიწროვება და დიდი თევზის, ოპოზიციის ლიდერების დაკავება, - ამის შესახებ "პირველებთან" ექსლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი საუბრობს. ევროდეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ სწორედ ეს ხდება დღეს საქართველოში.
ნაჩო სანჩეს ამორი ამბობს, რომ ერთადერთი, რისაც ბიძინა ივანიშვილს ეშინია, პერსონალური სანქციებია, ამიტომ "ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებების შესაჩერებლად დიპლომატიური პასპორტებისთვის სანქციების დაწესება არარელევანტურად მიაჩნია.
ამასთან, ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ გააჩნია და "ოცნების" საგარეო პოლიტიკა, რეალურად, სოციალური მედიისთვის ფოტოების გადაღებაა.
ყველა ავტორიტარულ ქვეყანას ერთნარი სახელმძღვანელო აქვს: ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, კრიტიკული აზრის შევიწროვება და დიდი თევზის, ოპოზიციის ლიდერების დაკავება. ეს ბევრს ქვეყანაში მომხდარა, რუსეთში, თურქეთში და ახლა საქართველოში. ეს საზოგადოებისთვის საგანგაშო უნდა იყოს. თუ თქვენი მთავრობა ზუსტად იმავეს აკეთებს, რასაც პუტინი და ერდოღანი, საზოგადოების ეს მოდელი გინდათ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის?
ნებისმიერი ავტორიტარული ქვეყნის მოდელია სასამართლოს გამოყენება. სასამართლოს დამოუკიდებლობა ნებისმიერი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემისთვის უმნიშნელოვანესია. პირველი, რასაც ყველა ავტოკრატი აკეთებს, სასამართლო სისტემის და პროკურატურის კონტროლია. ავტორიტარული ქვეყნების მთავარი იდეაა, სასამართლოს გამოყენება, რაც არ უნდა თქვა ან გააკეთო, არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ შენ ხარ ქვეყნის მტერი, მოღალატე.
ეს არჩევნებამდე დაანონსეს, როცა თქვეს, რომ ჩვენ მოვიშორებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას. ერთადერთი, რისიც ივანიშვილს ეშინია, პერსონალური სანქციებია. ევროკაშირის ლიდერებს ვეტყოდი, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის სანქციების დაწესება აბროლუტურად არარელევანტურია, საკითხავია, რომელი სახელობის დოკუმენტს იყენებს ევროკავშირში შესასვლელად. სწორედ ამ გზით უნდა გავაგრძელოთ მაღალჩინოსნების ზეწოლა უპასუხოს ამ ბინძურ პოლიტიკას.
თქვენს ქვეყანას ძალიან უცნაური საგარეო პოლიტიკა აქვს. თქვენი პრემიერი ცოტა ხნის წინ უნგრეთში ორბანთან ჩავიდა. ეს ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელთანაც ურთიერთობა გაქვთ. ამავე დროს, კობახიძე თეირანში ჩავიდა პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის. ასევე იწვევთ ჩინეთს, რომ საკმაოდ ხელსაყრელი ბიზნესი აწარმოოს შავ ზღვაზე. რა არის თქვენი საგარეო პოლიტიკა? მართლა გაქვთ საგარეო პოლიტიკა? თუ ერთი გამოსავლიდან მეორეზე დახტიხართ, რომ აჩვენოთ თითქოს საგარეო პოლიტიკა გაქვთ? საქართველოს საგარეო პოლიტიკა, უბრალოდ, ფოტოების გადაღებაა სოციალური მედიისთვის, რომ გააჟღეროთ მესიჯი, თითქოს თქვენს მთავრობას ვინმე აღიარებს, - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.