“პროკურატურაში კალაძეზე რამდენიმე საქმე იყო და იქნება ისევ, ვადა კი არა გაუვიდა“-ეკა ბესელია

24.06.25 19:54
“პროკურატურაში კალაძეზე რამდენიმე საქმე იყო და იქნება ისევ, ვადა კი არა გაუვიდა“-ეკა ბესელია

“მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი, ეკა ბესელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი კარგად იცის, მისი გუნდის წევრები როგორ არიან ჩაფლულნი კორუფციაში და ამაზე ერთ-ერთ სხდომაზე თავადაც გაუმახვილა ყურადღება.

თუმცა, ბესელიას თქმით, “ოცნების“ წევრებს ამის საშუალება თავადვე მისცა, რადგან კარგად აკონტროლებს და ეს არის ბერკეტი,  შემდეგ მათზე ზეწოლის მოხდენის.“

ბესელია კალაძის კორუფციულ საქმეებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმეები პროკურატურაში ადრეც იყო და ახლაც იქნება.

“რამდენიმე საქმე კროკურატურაში იყო კალაძეზე და იქნება ისევ, ვადა კი არა გაუვიდა“,-თქვა მან “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“.

ერთ-ერთ სხდომაზე, ივანიშვილს ვუთხარი, რომ ესენი, სადაც ისხდნენ ზარდიაშვილი, მდინარაძე, მათიკაშვილი და სხვები, ყველა კორუფციაში ჩართული მეთქი. ტენდერებში, სხვადასხვა სამინისტროს პროექტებში, პირდაპირ იყვნენ ინტერესებით გამოხატული. მას არ უთქვამს არაფერი, მხოლოდ მითხრა, რომ გაარკვევდა ამ ყველაფერს. მან ძალიან კარგად იცის, რომ ყველა კორუფციაში ჰყავს ჩაფლული, ვინც ახლა ჰყავს გუნდში, მათ მისცა საშუალება, რათა ამით აკონტროლოს. ეს არის ბერკეტი, შემდეგ მათზე ზეწოლის მოხდენის. არსებობს მსგავსი საქმეები, მათ შორის კალაძეზე. რამდენიმე საქმე პროკურატურაში იყო კალაძეზე და იქნება ისევ, ვადა კი არა გაუვიდა. აქვს რამდენიმე საქმე კალაძეზე, ზუსტად ვიცი, იმ პერიოდშიც, პროკურატურა მუშაობდა კორუფციულ დანაშაულებებზე, მაგრამ არ ახდენდა პერსონიფიცირებას, რადგან ჯერ არ სჭირდებოდა. თუმცა, როგორც კი დასჭირდება, მაშინვე გადაწყვეტილებას მიიღებს. ასეთი დარეზერვებული საქმეები ივანიშვილს ექნება ყველაზე, მათ შორის მოსამართლეებზე,-განაცხადა ბესელიამ. 

ბესელია ვარაუდობს, რომ კალაძე “ოცნების“ მერობის კანდიდატი არ იქნება, რადგან “მთელმა თბილისმა იცის, რამდენად შორს წავიდა მისი კორუფციული სქემები.“

ყველგან არის ეს კორუფცია ძალიან მასშტაბური და ალბათ, კალაძეს შეცვლის და სხვებზე გააკეთებს ფსონს,- ამბობს ის. 

მსგავსი სიახლეები