ALDE-ის პრეზიდენტი: რეჟიმმა საქართველოში ოპოზიციის კიდევ სამი ლიდერი დააპატიმრა, ეს პოლიტიკური დევნაა

24.06.25 20:14
ALDE-ის პრეზიდენტი: რეჟიმმა საქართველოში ოპოზიციის კიდევ სამი ლიდერი დააპატიმრა, ეს პოლიტიკური დევნაა

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) პრეზიდენტი, სვენია ჰანი საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას ეხმაურება და წერს, რომ “ამგვარი ნაბიჯებით საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების ეროზია ხდება.“

ჰანი აღნიშნულ ქმედებებს პოლიტიკურ დევნად აფასებს და “ოცნებას“ საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებული ვალდებულებების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

აღშფოთებული ვარ! რეჟიმმა საქართველოში ოპოზიციის კიდევ სამი ლიბერალი ლიდერი დააპატიმრა. ეს პოლიტიკური დევნაა. საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების ეროზია ჩვენს თვალწინ ხდება. „ქართული ოცნების“ რეჟიმი შეშინებულია მიმდინარე აქციების, მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლისა და ხმამაღალი ოპოზიციის გამო.

ALDE – ლიბერალები და დემოკრატები ევროპისთვის" აგრძელებს ჩვენი მეგობრებისა და საქართველოს დემოკრატიისთვის მებრძოლი მოსახლეობის გვერდით დგომას. „ქართული ოცნების“ რეჟიმმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ლიბერალური პარტიის დაპატიმრებული ლიდერები, მოხსნას ოპოზიციის წინააღმდეგ ბრალდებები და საქართველო დააბრუნოს ევროპულ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და რომელსაც მოითხოვს საქართველოს კონსტიტუცია", - წერს ჰანი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები