ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებები და პოლიტიკური კრიზისი საქართველოში - დასავლეთის რეაქციები
პოლიტიკური ლიდერების განეიტრალების მცდელობამ ყველას დასავლეთში რუსეთის და თურქეთის მაგალითები გაახსენა. ის, რასაც დასავლეთი წლების განმავლობაში პუტინის და ერდოღანისს ქვეყანაში ხედავდა, დღეს უკვე საქართველოში ადევნებენ თვალს.
"პირველებთან" ინტერვიუში ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩესი ივანიშვილის რეჟიმსა და პუტინს შორის ტოლობის ნიშანს სვამს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ზუსტად კრემლის სახელმძღვანელოთი მოქმედებს: აკავებს, დევნის, მტრად და მოღალატედ აცხადებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
გერმანელი ევროპარლამენტარი კრამერი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის რეჟიმმა წინაასაარჩევნოდ დადებული პირობა აღასრულა და ოპოზიციიის სრული განადგურება დაიწყო. პოლიტიკური შურისძიების იარაღად კი, როგორც ყველა ავტოკრატიული რეჟიმი, ივანიშილიც სასამართლო სისტემას და პროკურატურას იყენებს. ეს არის ტოტალური რუსული სტილის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების მცდელობა, რომელიც ქვეყანას მძიმედ დაუჯდება - ამბობს ტობიას კრამერი.
ოპოზიციონერი ლიდერების განეიტრალებას ბრიუსელში უმძიმესი რეაქცია მოჰყვა. არ დარჩენილა პოლიტიკოსი ევროპარლამენტში, ვინც ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს. გავლენიანი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე "პირველებთან" ინტერვიუში ივანიშვილის დასანქცირების აუცილებლოაბზე საუბრობს, რადგან სანქცებია ერთადერთი, რისიც ივანშვილს და მის გარემოცვასს ეშინია.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.