ევროკომისიის სპიკერი პოლიტიკოსების დაპატიმრებაზე: ეს ავტორიტარული ტაქტიკაა

24.06.25 20:35
ევროკომისიის სპიკერი პოლიტიკოსების დაპატიმრებაზე: ეს ავტორიტარული ტაქტიკაა

პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, აღნიშნული “ავტორიტარული ტაქტიკაა და იმის საპირისპირო თუ რას მოელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან“.

“ქართულმა ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება”, - წერს ჰიპერი.

საქართველო: პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ეს ავტორიტარული ტაქტიკაა, იმის საპირისპირო თუ რას მოელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან. “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება”, - წერს ჰიპერი.

მსგავსი სიახლეები