მარტა კოსი: ოპოზიციური ხმების დაპატიმრება თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე
ოპოზიციური ხმების დაპატიმრება თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომელიც დღითი დღე იშლება , - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
კოსი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები.
გვერდში ვუდგავარ მათ, ვინც თავისუფალი და პლურალისტური ქართული საზოგადოებისთვის იბრძვის,- წერს კოსი.
ოპოზიციური ხმების დაპატიმრება თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომელიც დღითი დღე იშლება. გვერდში ვუდგავარ მათ, ვინც თავისუფალი და პლურალისტური ქართული საზოგადოებისთვის იბრძვის და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და ისინი, ვინც უსამართლოდ არიან დაკავებული”, - წერს კოსი.