დარწმუნებული ვარ, სწორ მომენტში, საზოგადოება ისევ გაერთიანდება- ლუკა ნაცვლიშვილი
“ლელო ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლუკა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ “სწორ მომენტში, საზოგადოება ისევ გაერთიანდება და დადგება ქვეყნის სადარაჯოზე“.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ნორმალურია, რადგან ბუნებრივია, რომ იმ პროცესებს გადატანის შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, შესაძლოა, ახალგაზრდებს ეწვიოთ ნიჰილიზმი.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თავიდანვე ყველას იმიტომ ეგონა, რომ გამარჯვება მალე მოვიდოდა, რადგან ვერ იაზრებდნენ “რას ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული 12-წლიანი ბინძური სისტემა და რეჟიმი.“
ბუნებრივია, რომ ასეთი პროცესების გადატანის შემდეგ, ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ეწვიოთ ნიჰილიზმი. მახსოვს, როგორი მუხტი ტრიალებდა ამ მასშტაბურ აქციებში, მაშინ ყველას გვეგონა, აი, გამარჯვებასთან ახლოს ვართ, მაგრამ შემდგომ ვხედავდით, როგორ რთულად ვითარდებოდა ყველაფერი და თავის დროზე ვერ ვიაზრებდით იმას, რას ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული 12-წლიანი ბინძური სისტემა და რეჟიმი. ეს ნიჰილიზმი მიგვანიშნებს იმისკენ, რომ ხვდებიან სიმძაფრეს, რასაც ამ პროცესების დროს კარგად ვერ აღვიქვამდით, ბევრს შეიძლება შეეშინდა, ბევრი შეიძლება დაიღალა, თუმცა, ვიტოვებ იმედს, რადგან მახსოვს ის მუხტი, რომელიც თავიდან ტრიალებდა, რომ ეს არ გაქრება და დარწმუნებული ვარ, სწორ მომენტში, საზოგადოება ისევ გაერთიანდება და დადგება ქვეყნის სადარაჯოზე,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.