ივანიშვილს უნდა, ოპოზიციურ ფლანგზე მოსუფთავდეს ველი და მოკვდეს პოლიტიკა-თინა ხიდაშელი

24.06.25 23:34
ივანიშვილს უნდა, ოპოზიციურ ფლანგზე მოსუფთავდეს ველი და მოკვდეს პოლიტიკა-თინა ხიდაშელი

ზუსტად ვიცით, რომ ხვალინდელი საქართველოც აღარ იქნება ისეთი, ხვალ ვიტყვით, რომ გუშინ უკეთესი მდგომარეობა იყო, იმდენად სწრაფი ტემპით მოქმედებს რეჟიმი,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გადაცემა “პირველ ხაზში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ივანიშვილს ვინც ყველაზე მეტად აბრაზებდა, აღიზიანებდა, ვისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, ამოარჩია, სია გააკეთა და წულუკიანს უთხრა, რომ მათი ნახვა ციხეში უნდოდა.“

მოიგონეს რაღაც და ვინც ყველაზე მეტად აბრაზებს, აღიზიანებს, ვისიც ყველაზე მეტად ეშინია, დიდ პრობლემებს უქმნის, სხვადასხვა კრიტერიუმით, შეარჩიეს ადამიანები, გააკეთა ივანიშვილმა სია მისცა თავის ერთგულ მონას, წულუკიანის სახით და უთხრა, რომ ეს ადამიანები უნდა ვნახო ციხეში. როცა წინასწარ იცი, რომ არალეგიტიმური, არაღიარებული ცირკი ხარ და ამ ცირკში ჯამბაზობის სურვილი არავის აქვს, შენნაირი მასხარების გარდა, მაშინ გაუგებარი ხდება, სხვა რამე დაარქვა იმ პროცესს, რომელსაც ვუყურებთ, გარდა ის, რომ ხელოვნური, მათი მიერ მოგონილი შეთქმულების თეორია, ამ ქვეყნის თავისუფლების წინააღმდეგ,- განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის ექსმინისტრის თქმით, ივანიშვილს უნდა საქართველოში პოლიტიკური პროცესი მოკვდეს და ამის დასამტკიცებლად, მან ორი ფაქტი დაასახელა. 

ივანიშვილს უნდა საქართველოში მოკვდეს პოლტიკური პროცესი, ამისთვის ორი ფაქტი შეგვიძლია მტკიცებულებად მოვიყვანოთ-ერთი, ყველა, მეტ-ნაკლებად რეიტინგული პოლიტიკური პარტიის ლიდერები იმყოფებიან უკვე ციხეში, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მოსუფთავდეს ველი და მოკვდეს პოლიტიკა და მეორე, ვინც უყურებს პარლამენტის სხდომებს, იქ სრულიად ერთმნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური პროცესი მკვდარია. მარტო იმიტომ კი არა, რომ ოპოზიცია არ არის, მათ შორის იმიტომაც, როგორც იქცევა “ოცნება“, რომელიც სპექტაკლსაც კი აღარ დგამს პარლამენტარობის. რომელი სახელმწიფო იყო ასეთი, სადაც პოლიტიკური პროცესი არ არსებობდა? საბჭოთა კავშირი, ასეთია ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა, ქვეყნები, სადაც დიქტატურა მძვინვარებს. ივანიშვილის ამოცანა სწორედ ესაა. ივანიშვილი საქართველოში ამყარებს დიქტატურას, -განაცხადა ხიდაშელმა.

 

მსგავსი სიახლეები