რუსული ჰიბრიდული ოკუპაციის პროცესი, 2012 წელს, ივანიშვილის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებით დაიწყო -სამადაშვილი

24.06.25 23:53
რუსული ჰიბრიდული ოკუპაციის პროცესი, 2012 წელს, ივანიშვილის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებით დაიწყო -სამადაშვილი

ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღეს რა პროცესიც ჩვენ ქვეყანაში მიდის, არის რუსული ჰიბრიდული ოკუპაციის პროცესი, რომელიც დაიწყო 2012 წელს, ივანიშვილის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ფაქტით, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა “პირველ ხაზში“ ჩართვის დროს განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ “სწორედ ამ ჰიბრიდული ოკუპაციის დამასრულებელ ფაზაში უნდა შესვლა რუსეთს ძალიან სწრაფად.“

სამადაშვილის თქმით, “არაფორმალურად საქართველო იმართება რუსეთიდან და ფორმალურადაც უნდათ, რომ ყველანაირი დასავლური დღის წესრიგი ქვეყანაში გაუქმდეს.“

ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღეს რა პროცესიც ჩვენ ქვეყანაში მიდის, არის რუსული ჰიბრიდული ოკუპაციის პროცესი, რომელიც დაიწყო 2012 წელს, ივანიშვილის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ფაქტით. ამ ჰიბრიდული ოკუპაციის დამასრულებელ ფაზაში უნდა შესვლა რუსეთს ძალიან სწრაფად. დღეს რეჟიმის ამოცანაა, იმის პარეალელრუად, რომ რუსეთს უკრაინში საკუთარი ამოცანების განხორციელება ძალიან უჭირს, მათთვის დრეს კიდევ უფრო მნიშვენლოვანია, რომ საქართველოში, საბოლოოდ ჰიბრიდული ოკუპაცია გაფორმდეს. დავალება არის ნათელი, რაც ივანიშვილს აქვს მიღებული, მის რეჟიმს, ეს არის, რომ ძალიან სწრაფად ჩაიხსნას დასავლეთთან ყველანაირი თანამშრომლობსი ფორმატები, საქართველომ დაკარგოს ყველაფერიუ, რაც დღემდე აქვს მოპოვებული, ამის პარალელურად, ქვეყანაში განადგურდეს ყველანაირი პროდასავლური მდგენელი, პოლიტიკური აპრტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები და მოსუფთავდეს სრულად ველი იმისთვის, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომელშიც საკონსტიტუციო უმრავლესობას რუსეთი დაიწერს. კონსტიტუციიდანაც ამოღებული იქნება უკვე ჩანაწერი ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და საბოლოოდ საქართველოს დაქვემდებარება მოხდება რუსეთის მართვის სფეროსთვის. დღეს არაფორმალურად საქართველო იმართება რუსეთიდან და ფორმალურადაც ყველანაირი დასავლური დღის წესრიგი ქვეყანაში უნდა გაუქმდეს,- განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები