თბილისში პროპორციული სისტემით კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების 39 % შეცდომითაა დაჯამებული

04.10.21 10:29
თბილისში პროპორციული სისტემით კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების 39 % შეცდომითაა დაჯამებული

თბილისში პროპორციული სისტემით კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების 39 პროცენტი შეცდომითაა დაჯამებული. 

 ifact-მა ცესკო -ს მიერ გამოქვეყნებული თითოეული უბნის პროპორციული ოქმი დათვალა.

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სულ თბილისში 769 უბანია, აქედან 297 უბნის ოქმში დისბალანსია.

საბურთალოსა და ნაძალადევში შევსებული ოქმების 48-48 პროცენტია შეცდომით დაჯამებული.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი კრწანისის ოლქში იყო, სადაც შეცდომითაა შევსებული ოქმების 16 პროცენტი.

დავთვალეთ თბილისის პროპორციული ოქმები და აღმოჩნდა, რომ 769 უბნიდან 39% არის დისბალანსით შევსებული, ყველაზე დიდი დისბალანსი იყო ნაძალადევის რაიონში, 48% ოქმების იყო არასწორად შევსებული, ასევე იყო საბურთალოზე. 40%-ზე მეტი იყო თითქმის თბილისის ყველა რაიონში. ერთ-ერთი გავრცელებული დარღვევა ბიულეტინების ჩაყრას რომ ვეძახით, დისბალანსი ძირითადად არის ზედმეტობით, რაც ნიშნავს, რომ ყუთში აღმოჩნდა იმაზე მეტი ბიულეტინი, ვიდრე ხელმოწერების რაოდენობა იყო უბანზე", - ამბობს "აი ფაქტის" მკვლევარი მანჩო ღოღობერიძე. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები