გივი მიქანაძე ახალ სახელებს და გვარებს ასახელებს - კიდევ ვინ შეიძლება, დაიბარონ წულუკიანის კომისიაზე

25.06.25 11:41
გივი მიქანაძე ახალ სახელებს და გვარებს ასახელებს - კიდევ ვინ შეიძლება, დაიბარონ წულუკიანის კომისიაზე

თეა წულუკიანის კომისიაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს უსმენენ. მას სხდომაზე შესვლისას "პირველებთან" კომენტარი არ გაუკეთებია და არ უთქვამს, თუ ვისი სახელების და გვარების დასახელებას აპირებს იმ კომისიაზე, რომლის ლეგიტიმაციასაც ოპოზიცია არ აღიარებს. თუმცა მანამდე წულუკიანის კომისიაზე ისაუბრა გივი მიქანაძემ. 

"ოცნების" წევრმა სხდომაზე დაასახელა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლების სახელი და გვარები, რომლებიც, მისი მტკიცებით, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეაში.   

მიქანაძე წულუკიანის კომისიაზე ამტკიცებდა, რომ სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციას ევროპის საბჭო მხოლოდ და მხოლოდ იმ დათქმით აძლევდა უფლებამოსილებას, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარებულიყო.

"ოცნების" წევრის მიერ დასახლებულ პოლიტიკოსებს შორის არის თინა ბოკუჩავა, ზურა გირჩი ჯაფარიძე, ზურა ჭიაბერაშვილი და სალომე სამადაშვილიც. ახლა შესაძლებელია, რომ მიქანაძის მიერ დასახელებული ადამიანები თეა წულუკიანმა კომისიაზე დაიბაროს და გამოცხადებლობის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ისინიც ციხეში გაუშვან, როგორც ეს სხვა ოპოზიციონერი ლიდერების შემთვევაში მოხდა.  

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეაში ყოველი სესიის დასაწყისში პირველ რიგში ხდება დელეგაციების უფლებამოსილების ცნობა. ამ ჯგუფებს 4 პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად ეკონტაქტებოდნენ იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი. მათ გამოაგზავნეს სტსასბურგშში დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჯაფარიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, ასევე იყო "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი, ონიანი თუ არ ვცდები, თინა ხიდაშელი. ეს ადამიანები მაქსიმალურად კომუნიკაციაში იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და ინდივიდუალურ პოლიტიკოსებთან. ეს კომუნიკაციები ხდებოდა ძირითადში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეის კორიდორებში, თუმცა რიგ პოლიტიკური ჯგიფების შეკრებაზე მოხდა მათი მიწვევაც, სადაც მათ დეზინფორმაციული ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ, როგორც კულუარულად, ასევე პირდაპირი კონტაქტების საფუძველზეც დელეგაციის ხელმძღვანელებს და დელეგაციის წევრებს პირდაპირ გვეუბნებდონენ, რომ დღის წესრიგში იდგა მხოლოდ და მხოლოდ ერთი საკითხი, რომ არ ყოფილიყო საქარტელოს აპრლამენტის მეირ წარდგენილი ახალი დელეგაციის  უფლებამოსილება ცნობილი და ჩვენ ვხედავდით, რომ სი ადამიენბი, რომლებიც მე დაგისახელეთ მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ამ მიზნისთვის მიეღწიათ". - განაცხადა გივი მიქანაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები