ისე ჩანს, თითქოს "ოცნება" მიისწრაფვის, კრემლზე დამოკიდებული გახდეს - კრამერი
ისე ჩანს, თითქოს "ოცნება" მიისწრაფვის, კრემლზე დამოკიდებული გახდეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტობიას კრამერი "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. ევროდეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ჭკვიანური სტრატეგია არ არის, რადგან პუტინს არა მოკავშირეები, არამედ ვასალები და მარიონეტები სჭირდება.
ამ მომენტისთვის მთავრობა აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით მიდის. გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან რთული გასაგებია, რატომ აკეთებენ ამას. ისე ჩანს, თითქოს ისინი მიისწრაფიან, რომ კრემლზე დამოკიდებულები გახდნენ, მაგრამ ეს ჭკვიანური სტრასტეგია არ არის. ჩვენ სხვა ქვეყნებშიც ვნახეთ ეს, მაგალითად, სირიაში, რომლის მთავრობაც პუტინის კლიენტი გახდა, მასზე დამოკიდებული გახდა. პუტინს მოკავშირეები არ უნდა, მას ვასალები და მარიონეტები სჭირდება, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სიარული ჭკვიანურია, - ამბობს კრამერი.