ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს საქართველო, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს იზოლაცია გრძელდება - ფავლენიშვილი

25.06.25 12:16
ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს საქართველო, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს იზოლაცია გრძელდება - ფავლენიშვილი

“ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს საქართველო, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს იზოლაცია გრძელდება" - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფალვლენიშვილის თქმით, ის რომ საქართველო არ არის წარმოდგენილი ალიანსის სამიტზე,  არის კატასტროფული ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის.

“პირველ რიგში მინდა დავიწყო იმ სიახლით, რომელიც უკავშირდება ჩვენი დასავლური ინტეგრაციის კიდევ უფრო კატასტროფული ფორმებში, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს საქართველო, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს იზოლაცია გრძელდება და ეს არის კატასტროფული ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური განვითარებისთვის. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო მზარდი და უპრეცედენტო ხდება ყველა მიმართულებით საქართველოს დასავლური იზოლაცია.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები