მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობდა - სალომე სამადაშვილი

25.06.25 13:17
მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობდა - სალომე სამადაშვილი

"ქართული ოცნების" მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ევროპარლამენტში მუშაობდა - განცხადება ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც წულუკიანის კომისიაზე მისულმა ბოჭორიშვილმა სამადაშვილის გვარი არაერთხელ ახსენა. 

ოპოზიციის ლიდერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიუსელში საქართველოს საელჩოში მუშაობის დროს, მაკა ბოჭორიშვილის მთავარი მისია მაშინდელი ოპოზიციის ლიდერის პოლიტიკური გზავნილების განეიტრალება იყო. 

ბოჭორიშვილს წარსული მისმა ყოფილმა უფროსმა შეახსენა - სალომე სამადაშვილის მტკიცებით, მაკა ბოჭორიშვილმა,  რომელმაც დღეს წულუკიანის კომისიაზე იერიში ოპოზიციაზე მიიტანა, ღირებულებები ბრენდულ სამოსზე გაცვალა, რადგან 2018 წლის ჩავთვლით ის ივანიშვილის წინააღმდეგ ბრიუსელში მუშაობდა და პოზიცია მხოლოდ მატერიალური სიკეთის მიღების მიზნით შეიცვალა. 

„ძალიან სასაცილოა, „ნაცმოძრაობის“ ორი ყოფილი აქტიური მხარდამჭერის, მათ დროს მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ბატონი მიქანაძის და ქალბატონი ბოჭორიშვილის მოსმენა დღეს, წულუკიანის ცირკში. ქალბატონი ბოჭორიშვილი 8 წელი მუშაობდა საელჩოში ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ. საინტერესოა, რატომ გამოტოვა თავის ბიოგრაფიიდან როგორ იყო განწესებული ევროპარლამენტში სამუშაოდ ივანიშვილის მიერ წარმოებული კამპანიის გასანეიტრალებლად. მისი ვალდებულება იყო, ემუშავა ევროპარლამენტთან ივანიშვილის ლობისტების საწინააღმდეგოდ, დიდად გულმოდგინედ ასრულებდა ამ საქმეს. საერთოდაც დიდი „მიშისტი“ იყო.

2018 წელს, ბრიუსელში მუშაობდა ისევ და აქტიურად ლაპარაკობდა, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის, „ქართულ ოცნებასაც“ კარგად ლანძღავდა. მაგრამ ჰოი საოცრებავ, აღმოჩნდა რომ უკეთესი „შმოტკა“ დასჭირდა და 2020 წელს გადაწყვიტა, რომ „ქოცები“ ქვეყანას კი არ ანგრევენ, მის გადარჩენას ცდილობენ.

რა ქნას, საგარეოს ანგარიშების გარდა არაფერი აქვს წაკითხული ცხოვრებაში, სჯერა, რომ სულ „ქოცების“ იქნება საქართველო“,- წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები