ჰადადი: მიუღებელია ოპოზიციის რეპრესიები, საფრანგეთი გმობს ოცნების ავტორიტარულ გადახვევას

25.06.25 13:38
ჰადადი: მიუღებელია ოპოზიციის რეპრესიები, საფრანგეთი გმობს ოცნების ავტორიტარულ გადახვევას

მიუღებელია ოპოზიციის რეპრესიები - საფრანგეთი გმობს "ქართული ოცნების" ავტორიტარულ გადახვევას - ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ ქსელში წერს. 

ოპოზიციის რეპრესიები საქართველოში, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის დაპატიმრებითა და გასამართლებით, მიუღებელია. 

საფრანგეთი გმობს ქართული ოცნების ავტორიტარულ გადახვევას, 2024 წლის არც თავისუფალი, არც სამართლიანი არჩევნების შემდეგ"- აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 24 ივნისს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადებსი გამო სასამართლომ 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. 

ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. 

ციხეში სხედან "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერები, ნიკა გვარამია და ნიკა მელია. პატიმრობაშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები