წულუკიანმა კუბილიუსს "დაუძინებელი მტერი" უწოდა

25.06.25 13:49
წულუკიანმა კუბილიუსს "დაუძინებელი მტერი" უწოდა

 

 

თეა წულუკიანმა ევროკავშირის თავდაცვის კომისარს, ანდრიუს კუბილიუსს საგამოძიებო კომისიაზე "დაუძინებელი მტერი" უწოდა. 

განცხადება წულუკიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მაკა ბოჭორიშვილმა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე თქვა, რომ "იყვნენ ევროპარლამეტარები, რომლებიც გვეუბნებობდენ, რომ ჩვენ არ მოგცემთ სტატუსს, მივცემთ მოლდოვას და უკრაინას და ვნახოთ, ქართველების 85%, ვინც ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, ქართულ ოცნებას რას უზამს". ბოჭორიშვილის თქმით, მათ შორის ერთ-ერთი შემდეგ ევროკომისარი გახდა.

ამ განცხადების შემდეგ სოზარ სუბარმა რეპლიკის სახით დააზუსტა ვინაობა.

"ევროპარლამენტარი, რომელიც შემდეგ გახდა ევროკომისარი, საქართველოს დაუძინებელი მეგობარი ანდრიუს კუბილიუსი, ჩემი მხრიდან განვმარტავ" - თქვა სუბარმა.

"ალბათ, დროა, გადავიდეთ იმაზე, რომ დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა. ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენი დასკვნა, ეს ძალიან მძიმე ინფორმაციაა, რაც თქვენგან მოვისმინეთ"- თქვა წულუკიანმა სოზარ სუბარის რეპლიკის შემდეგ თქვა:

მსგავსი სიახლეები