ბრძოლა გრძელდება, აუცილებლად გავიმარჯვებთ! - მამუკა ხაზარაძის გზავნილები ციხიდან

25.06.25 15:32
ბრძოლა გრძელდება, აუცილებლად გავიმარჯვებთ! - მამუკა ხაზარაძის გზავნილები ციხიდან

ბრძოლა გრძელდება, აუცილებლად გავიმარჯვებთ! , - ასეთია მამუკა ხაზარაძის გზანილი ციხიდა. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ცოტა ხნის წინ ადვოკატებმა მოინახულეს.

თორნიკე ურთქმელიძე ამბობს, რომ ხაზარაძე მხნედაა და მის ბრძოლის უარიანობაზე ციხის კედლები გავლენას ვერ ახდენს. 

მამუკა არის მხნედ, რა თქმა უნდა. ეს პოლიტიკური დევნა მას ვერ გააჩერებს, ვერ დააშინებს. მისი გზანილი არის სწორედ ის, რომ ახლა საჭიროა ერთობა, საჭიროა, ყველა ერთად დავდგეთ იმისთვის, რომ ამ რუსულ რეჟიმს აღვუდგეთ წინ. 

რაც შეეხება მის მდგომარეობას, მხნედაა, მის განწყობაზე ზეგავლენას ვერ ახდენს ციხის კედლები და მის ბრძოლის უნარიანობაზე ეს პოლიტიკური დაავება ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს. აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას, მამუკაც ჩვენს გვერდით იქნება, მალე გათავისფლდება, დარწმუნებული ვარ, ისევე, როგორც მალე გათავისუფლდება ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომლებითაც ივანიშვილმა გაავსო ციხეები, - ამბობს თორნიკე ართქმელაძე. 

მამუკა ხაზარაძე დღეს მისმა კიდევ ერთმა ადვოკატმა, ზვიად კორძაძე მოინახულა. ინტერესების დამცველის თქმით, საუბარი ძირითადად, სამართლებრივ ნაბიჯებს შეეხო. 

კორძაია არ გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრას, რომელიც წულუკიანის კომისიაში მის ხელმეორედ დაბარებას უკავშირდება. ადვოკატი ამბობს, რომ ხაზარაძის პოზიცია არ შეცვლილა და ის არც ამ ჯერზე გეგმავს გამოკითხვაში მონაწილეობას.

ამასთან, ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საჭიროა საქმემ ყველა ინსტანცია მოიაროს, რათა საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.   

პოლიტიკურ ნაწილზე არ გვისაუბრია. ჩვენ უფრო მეტად ვისაუბრეთ იმ ნაწილზე, რომელიც ეხება განაჩენის შემდგომ გასაჩივრებას და იმ სამართლებრივ ნაბიჯებს, რაც შეიძლება, გადავდგათ უკვე მესამე თუ მეოთხე საქმესთან მიმართებაში, რომელიც მის მიმართ მიმდინარეობს. 

ჩვენ მოვისმინეთ განცხადება გუშინ და მისი პოზიცია ხელმეორედ დაბარებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა და მოვისმინეთ, რომ ხელახლა იქნება გადაგზავნა, ამიტომ, მოლოდინი არის და ჩვენ სამართლებრივად, ალბათ, შესაბამისი რეაგირება გვექნება. მოლოდინი, რომ რაიმე გადაწყვეტილების კუთხით შეიცვლება, რა თქმა უნდა, არ გავქვს, მაგრამ გასავლელია ყველა სამართლებრივი ნაბიჯი აქ იმისთვის, რომ ეს საქმეები, საბოლოოდ, წავიდეს სტრაბურგში. არის ყოჩაღად, არის კარგად, მხნედ, ვარჯიშობს და გარდა იმისა, რომ ციხეშია, არაფერი შეცვლილა, - ამბობს კორძაია. 

დღესვე ადვოკატები კოალიცია "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ დაპატიმრებულ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მოინახულებენ. როგორი იქნება ჯაფარიძის გზავნილები, ცნობილი ცოტა ხანში გახდება. 

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მოსამართლემ 8-8 თვიან პატიმრობაში გაუშვა.  

მსგავსი სიახლეები